მთავარი მწვრთნელი
ავთანდილ ქურასბედიანი დაიბადა 26.08.1983წ., ლენტეხის რაიონში. ადრეული ასაკიდან მისდევს პროფესიულ სპორტს. იყო საქართველოს მეკლდეურთა ნაკრების წევრი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში, ასევე ხერგიანის, გელდიაშვილის მემორიალების და ტურნირების არაერთხელ გამარჯვებული. 2012-2020 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. აქვს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი აღზრდილია არაერთი წარმატებული სპორტსმენი. გამოირჩევა საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით.



























































