ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის“ წევრობის, ვებ-გვერდისა და სერვისების გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის“ ოფიციალური ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის, წევრობის პორტალისა და დაკავშირებული სერვისების გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში — „წესები და პირობები“). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს და არ გსურთ მათით ბოჭვა, გთხოვთ არ გამოიყენოთ ფედერაციის ვებ-გვერდი, აპლიკაცია, ნუ დარეგისტრირდებით წევრად და ნუ ისარგებლებთ განთავსებული სერვისებითა და პრივილეგიებით.
თუ ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
მოგესალმებით! ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის“ წევრად რეგისტრაციამდე ან/და სერვისებით სარგებლობამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ შემდეგ წესებს:
წინამდებარე პირობებზე დათანხმებით, ხელშეკრულების ელექტრონულად დადასტურებით ან წევრობის განაცხადზე ხელმოწერით, ფედერაციის წევრი (ან აპლიკანტი) აცხადებს სრულ თანხმობას, დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობები, ასევე ფედერაციის წესდება.
2.1. რისკების გაცნობიერება: ფედერაციის წევრი/სპორტსმენი გაცნობიერებული აქვს, რომ სპორტული ცოცვა (ბოულდერინგი, რთული ცოცვა, სიჩქარე, კლდეზე ცოცვა და ა.შ.) მიეკუთვნება მაღალი ინტენსივობისა და პოტენციური რისკის შემცველ სპორტის სახეობას. ვარჯიშისა და შეჯიბრებების დროს არსებობს დაცემის, კუნთოვანი და სახსროვანი ტრავმების მიღების რისკი.
2.2. ჯანმრთელობის გარანტია: ფედერაციის წევრი იძლევა გარანტიას, რომ მას არ გააჩნია სამედიცინო უკუჩვენებები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ხერხემლის/სახსრების მძიმე დაზიანებები, ეპილეფსია და ა.შ.), რაც ხელს შეუშლის ცოცვის ვარჯიშებისა და შეჯიბრებების უსაფრთხოდ შესრულებას ან საფრთხეს შეუქმნის მის ან გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.
2.3. ფედერაცია არ განახორციელებს წევრის ფიზიკური მდგომარეობის ან სამედიცინო დიაგნოსტირებას. ნებისმიერი ტესტირება თუ მწვრთნელის შეფასება ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო და სპორტული მონიტორინგის ხასიათს.
2.4. უსაფრთხოება და აღჭურვილობა: წევრი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების საერთაშორისო და შიდა სტანდარტები. სავალდებულოა სერტიფიცირებული საცოცი აღჭურვილობის გამოყენება მწარმოებლისა და უსაფრთხოების ინსტრუქციების ზუსტი დაცვით.
2.5. ფედერაცია პასუხს არ აგებს ჯანმრთელობის გაუარესებაზე ან ტრავმაზე, რომელიც გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დარღვევით, ინსტრუქციების უგულებელყოფით ან წინასწარ არსებული სამედიცინო პრობლემებით.
3.1. იდენტიფიკაცია: ფედერაციის წევრებზე გაიცემა ელექტრონული ან ფიზიკური საწევრო ბარათი / QR კოდი, რომელიც ადასტურებს წევრის აქტიურ სტატუსს.
3.2. სპეციალური ტარიფები საცოც დარბაზსა და პარტნიორებთან: ფედერაციის აქტიური წევრები სარგებლობენ ექსკლუზიური შეღავათიანი ტარიფებით პარტნიორ საცოც დარბაზებში, სპორტულ მაღაზიებსა და პარტნიორ ორგანიზაციებში (შეღავათების მოქმედი სია განთავსებულია ვებ-გვერდზე).
3.3. მონაწილეობა ღონისძიებებში: ფედერაციის წევრები იღებენ მონაწილეობას ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში, შეჯიბრებებში, ფესტივალებში, სემინარებსა და სასწავლო ტრენინგებში შეღავათიანი ტარიფებით ან სრულიად უფასოდ (კონკრეტული ღონისძიების დებულების შესაბამისად).
3.4. აკრძალულია საწევრო ბარათის ან QR კოდის გადაცემა მესამე პირებისთვის შეღავათების მისაღებად. დარღვევის შემთხვევაში, წევრს შესაძლოა გაუუქმდეს სტატუსი.
4.1. საწევრო შენატანის ვალდებულება: ფედერაციის წევრი ვალდებულია ყოველთვიურად, დადგენილ ვადაში გადაიხადოს საწევრო შენატანი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება ფედერაციის გამგეობის/წესდების მიერ.
4.2. გადახდის წესი: საწევრო შენატანის გადახდა ხორციელდება ონლაინ ვებ-გვერდის/აპლიკაციის მეშვეობით ან ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
4.3. დავალიანება და სტატუსის შეჩერება: საწევრო შენატანის გადაუხდელობის ან დაგვიანების შემთხვევაში, წევრს ავტომატურად უჩერდება წვდომა ფედერაციის შეღავათებსა და პარტნიორულ ფასდაკლებებზე დავალიანების სრულ დაფარვამდე.
4.4. გადახდილი საწევრო შენატანი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან იგი ხმარდება ფედერაციის საწესდებო მიზნებსა და სპორტის განვითარებას.
5.1. ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა თუ ბაზაზე დროებით სარგებლობაში გადაცემული ინვენტარის (სისტემები, თოკები, კარაბინები) დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, წევრი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
6.1. ფედერაცია და მისი პერსონალი პასუხს არ აგებენ ღონისძიებებსა თუ ბაზებზე დაკარგულ ან დაზიანებულ პირად/ფასეულ ნივთებზე.
7.1. მონაცემთა დამუშავება: განაცხადის შევსებით წევრი იძლევა თანხმობას, რომ ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაცია“-მ დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები წევრობის ადმინისტრირების, რეიტინგების წარმოებისა და საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის მიზნით.
7.2. ფოტო და ვიდეო გაშუქება: ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებსა და ღონისძიებებზე მიმდინარეობს ფოტო/ვიდეო გადაღება. წევრი აცხადებს თანხმობას, რომ მისი გამოსახულება გამოყენებულ იქნეს ფედერაციის ოფიციალურ რესურსებსა და მედიაში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით.
7.3. წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე ელ-ფოსტის (info@geoclimbing.ge) მეშვეობით.
ფედერაციის წევრს უფლება აქვს ისარგებლოს საწესდებო პრივილეგიებით, მიიღოს მონაწილეობა ეროვნულ შეჯიბრებებში და ისარგებლოს პარტნიორული შეღავათებით.
9.1. დაიცვას ფედერაციის წესდება, შინაგანაწესი და სპორტული ეთიკის ნორმები;
9.2. დროულად გადაიხადოს ყოველთვიური საწევრო შენატანი;
9.3. პატივი სცეს მსაჯებს, მწვრთნელებსა და სხვა სპორტსმენებს.
ფედერაციის ღონისძიებებსა და ბაზებზე მკაცრად აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის, აკრძალული სტიმულატორების (დოპინგის) ან ნარკოტიკული ნივთიერებების მიღება/მოხმარება, ასევე არასპორტული და აგრესიული ქცევა.
წევრობა შეიძლება შეწყდეს წევრის პირადი განცხადების საფუძველზე, საწევრო შენატანის სისტემატური გადაუხდელობის გამო ან ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით ეთიკისა და წესდების უხეში დარღვევის შემთხვევაში.
ფედერაციის საწევრო შენატანები და ღონისძიებების საორგანიზაციო შენატანები ატარებს მიზნობრივ ხასიათს და უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ღონისძიება გაუქმდა ფედერაციის მიზეზით).
13.1. უსაფრთხოების უზრუნველყოფის, უბედური შემთხვევების პრევენციისა და ინციდენტების მოკვლევის მიზნით, ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის“ შტაბბინაში, ბაზებსა და საცოც სივრცეებში მიმდინარეობს მუდმივი ვიდეო/აუდიო მეთვალყურეობა (გარდა გასახდელებისა და ტუალეტებისა).
14.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ფედერაციის წესდებით. ნებისმიერი დავა წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს სასამართლოს მიერ.
14.2. ენის უპირატესობა: წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ითარგმნება სხვა ენაზეც, ტექსტებს შორის ნებისმიერი უზუსტობის ან განსხვავებული ინტერპრეტაციისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ვერსიას.
ვადასტურებ, რომ გავეცანი ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის“ წესებსა და პირობებს, ჩემთვის გასაგებია ყველა პუნქტი და ვეთანხმები მათ.
| ორგანიზაცია: | ა.ა.ი.პ. „ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაცია“ |
|---|---|
| საიდენტიფიკაციო კოდი (ს/კ): | 405761297 |
| იურიდიული მისამართი: | ქ. თბილისი, რ. ჩხიკვაძის ქ. №7ე |
| ფაქტობრივი მისამართი: | ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №49ა |
| ტელეფონი: | 559 000 170 |
| ელ. ფოსტა: | info@geoclimbing.ge |
| ვებ-გვერდი: | www.geoclimbing.ge |
ბოლო განახლება: აგვისტო, 2026
ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაცია
The mission of the Georgian Climbing National Federation is to develop and strengthen sport climbing in Georgia in accordance with international standards. We work on creating a safe, modern, and inclusive sports environment, supporting the younger generation, professional development of coaches and athletes, and promoting sport climbing. The federation aims to promote a healthy and active lifestyle in society through the development of sport climbing, while simultaneously establishing a strong national system that will enable Georgian athletes to successfully compete on the international stage and fight for world and Olympic medals.
Age: 15
Club: CLIMB.GE
City: Tbilisi
Active: 2019
Coming soon
Coming soon
Coming soon
Coming soon
Coming soon
ავთანდილ ქურასბედიანი დაიბადა 26.08.1983წ., ლენტეხის რაიონში. ადრეული ასაკიდან მისდევს პროფესიულ სპორტს. იყო საქართველოს მეკლდეურთა ნაკრების წევრი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში, ასევე ხერგიანის, გელდიაშვილის მემორიალების და ტურნირების არაერთხელ გამარჯვებული. 2012-2020 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. აქვს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. მისი აღზრდილია არაერთი წარმატებული სპორტსმენი. გამოირჩევა საქმისადმი სიყვარულით, ერთგულებით და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით.
სალომე დაიბადა ქალაქ ????? 1998/01/20
სალომე არის წარმატებული მწვრთნელის ავთანდილ ქურასბედიანის მოსწავლე
იგი ადრეულ ასაკში ბავშვებს შეასწავლის სპორტულ ცოცვას
სალომე მეშველიანი
სალომე დაიბადა ქალაქ ????? 1998/01/20
სალომე არის წარმატებული მწვრთნელის ავთანდილ ქურასბედიანის მოსწავლე
იგი ადრეულ ასაკში ბავშვებს შეასწავლის სპორტულ ცოცვას
თეო დაიბადა ქალაქ ????? 1998/01/20
თეო არის წარმატებული მწვრთნელის სოსო გაბულდანის მოსწავლე
იგი ადრეულ ასაკში ბავშვებს შეასწავლის სპორტულ ცოცვას
მალე განთავსდება
თამარ ლაგაზაურმა ფსიქოლოგიის მიმართულებით განათლება მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. უკვე მეოთხე წელია მუშაობს სკოლაში ფსიქოლოგად და ჭადრაკის მასწავლებლად, სადაც ბავშვების პიროვნულ, კოგნიტურ და ემოციურ განვითარებას უწყობს ხელს.
სპორტთან მისი კავშირი 4 წლის ასაკში ჭადრაკით დაიწყო. 13 წლის განმავლობაში პროფესიონალურ სპორტში აქტიურად იყო ჩართული. არის ევროპის თასის ბრინჯაოს მედალოსანი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ასევე იყო 2023 წლის საქართველოს სასკოლო გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი და კაპიტანი, რომელმაც შემდგომში მსოფლიო სასკოლო გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზა.
დღემდე აქტიურად ინტერესდება სხვადასხვა სპორტით. 2017 წლიდან სპორტული ცოცვა მისი საყვარელი ჰობი გახდა. სწორედ სპორტულმა გამოცდილებამ გაუჩინა ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ, ხოლო ფსიქოლოგიის შესწავლამ — სურვილი, თავისი პროფესიული გზა სპორტის ფსიქოლოგიას დაუკავშიროს.
2026 წელს წარმატებით გაიარა მენტალ ჰაბის მიერ განხორციელებული სპორტის ფსიქოლოგიის კურსი. ასევე მონაწილეობა მიიღო იოჰან კრუიფის ინსტიტუტისა და ჯეიბიეს აკადემიის მიერ ორგანიზებულ სპორტულ საგანმანათლებლო საერთაშორისო ფორუმში — “Mental Health in Sport”.
მისი მიზანია, დაეხმაროს სპორტსმენებს სპორტულ გარემოში სტრესის, შფოთვის, მოტივაციის, თავდაჯერებულობისა და კონცენტრაციის მართვაში, ასევე ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და ემოციური სტაბილურობის გაძლიერებაში, რათა უფრო კომფორტულად და ეფექტურად შეძლონ ვარჯიში და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.
ფასები:
სტანდარტული სეანსი 40 ლარი – პირველ ვიზიტი 20 ლარი
ფედერაციის წევრები 25 ლარი – პირველი ვიზიტი 10 ლარი
მალე განთავსდება
გამოცდილება:
საქართველოს ჩემპიონატი ბოლდერინგში 2015
საქართველოს ჩემპიონატი რთლ ცოცვაში 2015
ხერგიანის მემორიალი რთულ ცოცცვაში 2016
და სხვა
გიორგი ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური სამედიცინო პერსონალის წევრია. ის 2022 წლის საუკეთესო ფიზიოთერაპევტის ჯილდოს მფლობელია.
სპორტული ცოცვის განვითარების ხელმძღვანელი
გიორგი დაიბადა ქალაქ თბილისში 1998/01/20
სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე
ფიანანსები და საბანკო საქმის ფაკულტეტზე.
გიორგის ხელშეწყობით მოხერხდა ვაკეში სპორტულ კომპლექზე გარე
საერთაშორისო სტანდარტის სწრაფი ცოცვის კედლის მოწყობა.
მისი დახმარებით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა ვაკის საცოცი დარბაზის რეაბილიტაცია.























































IFSC წესები 2025
IFSC წესდება 2025
IFSC სტრატეგიული გეგმა 2020/2028
მინდობილობა არ მოიძებნა
ამ ეტაპზე ვაკანსია არ არის
მალე დაემატება
გაცემული სერტიფიკატები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Avtandil Kurasbediani was born on August 26, 1983, in the Lentekhi district. He has been involved in professional sports from an early age. He was a member of the Georgian National Climbing Team and a multiple-time Georgian champion in rock climbing, as well as a repeated winner of the Khergiani and Geldiashvili memorial tournaments and competitions. From 2012 to 2020, he served as the head coach of the Georgian National Team. He has extensive experience working with children, and many successful athletes have been trained under his guidance. He is distinguished by his love for his profession, dedication, and a strong sense of responsibility.
Soso is a student of successful coach Avtandil Kurasbediani
He is also a teacher of defense and instructor courses
Salome was born in the city of ????? 1998/01/20
Salome is a student of the successful coach Avtandil Kurasbediani
He teaches children sport climbing at an early age
Theo was born in the city of ????? 1998/01/20
Theo is a student of the successful coach Soso Gabuldani
He teaches children sport climbing at an early age
Coming soon
Coming soon
Experience:
Georgian Bouldering Championship 2015
Georgian Rock Climbing Championship 2015
Khergiani Memorial Climbing 2016
and more
Giorgi is a member of the official medical staff of the Olympic Committee. He is the winner of the 2022 Best Physiotherapist Award.
Head of Sport Climbing Development
Giorgi was born in Tbilisi on 1998/01/20
He studied at the Faculty of Economics of Ivane Javakhishvili University
Finance and Banking.
With Giorgi’s support, an outdoor
international standard speed climbing wall was installed at the Vake Sports Complex.
With his help and direct involvement, the Vake Indoor Climbing Hall was rehabilitated.























































No power of attorney found.
There are no vacancies at this time.
coming soon
Certificates issued
Terms and Conditions
Privacy Policy
მალე განთავსდება
მალე განთავსდება
მალე განთავსდება
მალე განთავსდება
ასაკი: 15
კლუბი: CLIMB.GE
ქალაქი: თბილისი
აქტიურია: 2019 დან
მალე განთავსდება
ქართული ცოცვის ეროვნული ფედერაციის მისიაა სპორტული ცოცვის განვითარება და გაძლიერება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური სპორტული გარემოს შექმნაზე, ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერაზე, მწვრთნელებისა და სპორტსმენების პროფესიულ განვითარებაზე და სპორტული ცოცვის პოპულარიზაციაზე. ფედერაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობას სპორტული ცოცვის განვითარების გზით, პარალელურად კი ძლიერი ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქართველ სპორტსმენებს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით იასპარეზონ საერთაშორისო ასპარეზზე და იბრძოლონ მსოფლიო და ოლიმპიური მედლებისთვის.